„ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) - მეგის ქარდავას ხელდასმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს” - ზურაბ ქადაგიძე

ქადაგიძე - სააკაშვილი

„ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) - მეგის ქარდავას ხელდასმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუგუჩია ქარდავას პირადი ზონდერი იყო.

"ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) - მეგის ქარდავას ხელდასმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს.

ქარდავას პირადი ზონდერი.

ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ყველა გახმაურებული საქმის წარმოება სწორედ ამ არაკაცს ჰქონდა ჩაბარებული.

სწორედ ამ ზონდერმა, შეკერილი საქმეებით დაიჭირა ნანა ფაჟავა, ილია ჩაჩიბაია და კახა მიქაია ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე იმ მაღაზიაში იყო მისული, რომლის დახლიდანაც ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა, რომელიც მას მონას ეძახდა. ვიზიტის დროს, ჯაფარიძე ბოდიშის მოხდას აპირებდა, თუმცა გამყიდველსა და მას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც ჯაფარიძემ ტერიტორია დატოვა.