რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, „ამ ყველაფერს მოჰყვა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება, მოჰყვა ევროპარლამენტის კვლევა, სადაც ევროკავშირის მოსახლეობა ძალიან პესიმისტურად უყურებს ევროკავშირის მომავალს.
„ამ ყველაფერს მოჰყვა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება, მოჰყვა ევროპარლამენტის კვლევა, სადაც ევროკავშირის მოსახლეობა ძალიან პესიმისტურად უყურებს ევროკავშირის მომავალს. ეს ყველაფერი არის ის სიგნალები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ბრიუსელის დღევანდელმა მმართველმა კლასმა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება და ისლანდიის უარი ევროკავშირში გაწევრებაზე - ევროპულ პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ცვლილებების ინდიკატორად ფასდება. ევროპარლამენტარების ნაწილი შექმნილ რეალობას ბრიუსელის მოქმედი ეკონომიკური და მიგრაციული კურსისადმი ამომრჩევლის მკაფიო პროტესტად მიიჩნევს.