იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. მათი განცხადებით, კანონის ხელმოწერაზე პასუხისმგებლობა იმან უნდა აიღოს, ვინც კონკრეტული ინიციატივა შემოიტანა.
"ქართულ ოცნებას" რომ არც ბავშვთან უფლებები აინტერესებს და არც ოჯახური ღირებულებები, ეს მარტივად იკვეთება. რაც შეეხება თავად პრეზიდენტის მხრიდან ამ კონკრეტული კანონის უკან დაბრუნებას და არა ვეტოს, პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, რამ განაპირობა ეს ყველაფერი. მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ყალბი მანიპულაციაც "ქართული ოცნების" მხრიდან, შემობრუნდა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ვისი ინიციატივაც იყო ამ კონკრეტული ინიციატივის შემოტანა, პასუხისმგებლობაც, ხელმოწერაზე, ვფიქრობ იმან უნდა აიღოს," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის შეფასებით კი, წინასაარჩევნოდ მსგავსი კანონების მიღება, რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.