1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სააკაშვილის პარტია ბოლო ხანს ისედაც არაფერს წარმოადგენდა და ახლა კეზერაშვილი-ხაბეიშვილი-მერაბიშვილი-მელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაქსაქსულები უფრო უსუსურები არიან. რაც დრო გადის, მათი განცხადებები უფრო და უფრო უმწეოა - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.
მისი თქმით, იქნებ პოლიტიკურად სავალალო ვითარებამ გააჩინოს სივრცე ახალი ოპოზიციური ძალისთვის.
„როდესაც ამბობენ, რომ პოლიტიკაში ყოფნას ფინანსები სჭირდება, თუ ოპონირების ანგარიშგასაწევი ძალა გამოჩნდა, რომელიც ქართველი ხალხის პრობლემებს უპასუხებს, ფინანსებიც გამოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, "ენჯეოშნიკებს" აქვთ საკმარისი თანხა, რომელთაც კარის მეზობელი, ნათესავიც კი არ ენდობა და ისეთ ადამიანს თუ ადამიანთა გუნდს, რომლის სამართლიანობას, პატიოსნებასა და სულისკვეთებასაც ხალხი ენდობა, ფინანსების მოძიება არ გაუჭირდება. ამიტომ მგონია, რომ ქართული პოლიტიკის წიაღში აღმოცენდება პოლიტიკური ძალა, რომელსაც მივესალმები“ - აცხადებს დავით მაღრაძე.
მისივე თქმით, იქ, სადაც პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობაა, დეპოლარიზაციაც არის, თუმცა გააჩნია, რა სიმძაფრით. ყველაზე ნაკლებად ეს საქართველოში იგრძნობა.
„დეპოლარიზაციისკენ კი მოგვიწოდებენ, მაგრამ ესეც გადაჭარბებული მგონია - იქ, სადაც პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობაა, დეპოლარიზაციაც არის, თუმცა გააჩნია, რა სიმძაფრით. ყველაზე ნაკლებად ეს საქართველოში იგრძნობა. საზოგადოებაში განხეთქილებას თან ახლავს მრავალათასიანი აქციები, რაც ჩვენში არ იმართება. ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, როგორც თავად უწოდებდა მთავარი ოპოზიცია, "ნაცმოძრაობა" მარტივ მამრავლებად იშლება, რამდენიმე კაცი თუ ჰყავთ გვერდით, და ასეთი სიტუაციაში რომელ დეპოლარიზაციაზეა ლაპარაკი?! ვისაც "ქართული ოცნება" ეგოიმებოდა, მინდა ბატონი ხაბეიშვილის მხარდამჭერობა და თანამებრძოლობა მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს“ - აცხადებს დავით მაღრაძე.