მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტში - მოკლული და სავარაუდო მკვლელი ნათესავები არიან
1730536217
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური დირექტორი, მამუკა გამყრელიძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ტალახის სროლა ადვილია, მთავარია მტკიცებულებები.
„სამართალში არსებობს ცნება "უდანაშაულობის პრეზუმპცია". ანუ, ადამიანი ვისაც რაიმეს დააბრალებენ არ შეიძლება იყოს აპრიორი დამნაშავე. მას ეს დანაშაული უნდა დაუმტკიცო. სახელმწიფოებსაც ეხება ეს ცნება !
ამიტომ გაუგებარია, როცა საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვთ დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. პირიქით უნდა მოვითხოვოთ ! ვინც გააჟღერა ეს საშინელი ბრალდება მან უნდა მოიტანოს კიდეც მტკიცებულებები. ტალახის სროლა ადვილია.
ხალხო, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ვინ არის ჩვენი ხელისუფლება და მოგვწონს თუ არა ის. ჩვენ ყველა საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ცუდი რაც საქართველოზე ითქმება ავტომატურად ყველა ჩვენგანს ეხება ! შეიგრძნეთ თავი ამ ქვეყნის მოქალაქეებად ! არ შეიძლება სახელმწიფოს ინტერესები ვიწროპარტიულით ჩავანაცვლოთ“,- ამბობს მამუკა გამყრელიძე.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.