1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე, არასამთავრობო სექტორმა ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები დაასახელა. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ განაცხადებს 29 სექტემბრამდე შეიტანენ.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ მთავარია შეთანხმება შედგეს ერთი კანდიდატის გარშემო, ამიტომ ისინი კონსულტაციებს იწყებენ ოპოზიციურ სპექტრთან. ისინი ასახელებენ მთავარ კრიტერიუმებს, ეს არის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და აპოლიტიკური საქმიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
"მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა უფლებადაცვით საქმიანობაში 5წლის გამოცდილება. ის არ უნდა ყოფილიყო პარტიული არც ამჟამად და არც ბოლო 5 წლის განმავლობაში მას არ უნდა დაეკავებინა რაიმე პოლიტიკური თანამდებობა, ან ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი. ჩვენ ჩავატარეთ სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის კენჭის ყრა და შეირჩა სამი კანდიდატი. ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები, ადამიანის უფლებათა დაცვაში ცნობილი პირები: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი,"-აცხადებს კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.
რაც შეეხება "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი მოსაზრებას. გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კონსესუსის გზით მოხდეს ომბუდსმენის არჩევა.
"იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები მათ მხარს დაუჭერენ და კონსესუსით მოხდება სახალხო დამცველის შერჩევა. მინდა ავღნიშნო, რომ 50-მდე ორგანიზაცია რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში, ეს არის სხვადასხვა პროფილის სამოქალაქო ორგანიზაციები და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვინ უჭერს მხარს ამ კანდიდატებს,"-აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.