რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილმა საკალათბურთო გუნდმა „ახალციხემ“ პირველი შეხვედრა გამარჯვებით დაიწყო.
ქალაქ თბილისში, A ლიგის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, ახალციხის „ახალციხე“ თბილისის გუნდ„ვინგსს“ დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ახალციხის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით104:98 დასრულდა.
საკალათბურთო მატჩს ახალციხელ გულშემატკივრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი დაესწრნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს გუნდს და ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს უსურვებს.