ვიკა ფილფანი: 4 ოქტომბრის პროვოკაციის შემდეგ ერთმანეთსაც არ დაუდგნენ გვერდში, ამ ადამიანებთან რაიმე ერთობის რესურსს ვერ ვხედავთ

ვიკა ფილფანი

ერთმანეთს ლანძღავენ, გაყიდულებს ეძახიან. ამ ადამიანებთან რაიმე ერთობის რესურსს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წელი ერთობებს აანონსებდნენ და არ გამოვიდა, რადგან ამ ერთობაში შემავალ სუბიექტებს მერკანტილური მიზნები ჰქონდათ და თავიანთი ბელადების ამბიციებს ვერ გადააბიჯეს.

„ჩვენ ვერანაირ სივრცეს ვერ ვხედავთ, რომ მათთან ერთობა გვქონდეს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც 4 ოქტომბერი დაგეგმეს და ამ პროვოკაციაში მონაწილეობა მიიღეს. ამ პროვოკაციის შემდეგ გვერდში ერთმანეთსაც არ დაუდგნენ და ერთმანეთისკენ ხელი გაიშვირეს. ერთმანეთს ამ პროვოკაციაში მონაწილეობა დააბრალეს. ერთმანეთს ლანძღავენ, გაყიდულებს ეძახიან. ამ ადამიანებთან რაიმე ერთობის რესურსს ვერ ვხედავთ. ერთი წელი ერთობებს აანონსებდნენ და არ გამოვიდა, რადგან მერკანტილური მიზნები ჰქონდათ და თავიანთი ბელადების ამბიციებს ვერ გადააბიჯეს.

„ნაცმოძრაობამ“ ყველაფერზე წინ მიხეილ სააკაშვილი დააყენა და თუ ის არ იქნება პროცესების ცენტრი, მაშინ მათთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ამ ადამიანების მხრიდან ერთობაზე საუბარი სასაცილო გახდა. ვიღაც ბელადის გამო თუ გაერთიანდებიან, შეიძლება, ეს ერთობა გამოუვიდეთ, რადგან მათთვის სახელმწიფო ინტერესი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არ არის“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.