"მშობელმა ბავშვს სუნთქვის სიხშირე უნდა დათვალოს..." - ივანე ჩხაიძე განმარტავს

ივანე ჩხაიძე

პედიატრი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რატომ უნდა დათვალოს მშობელი ბავშვების სუნთქვის სიხშირე.

 „ამ ბოლო პერიოდში, კარგად ვისწავლეთ სატურაციის გაზომვა. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ბავშვის შეფასების არსენალში დაემატება კიდევ ერთი — ვნახოთ, გავსინჯოთ და დავთვალოთ, წუთში რამდენჯერ სუნთქვის ჩვენი შვილი. ერთი წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში, სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი იქნება იდეალური მიმანიშნებელი, აქვს თუ არა ბავშვს ფილტვების დაზიანება“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.