ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია უარის თქმა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რითაც საჯარო უწყებებიდან გარკვეული პირების წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის ვინც მოგონილი პროტესტის ნიშნად განცხადებები დაწერა, სწორედ ია ადამიანები არიან ვინც ყველა აქციაზე გარეთ იდგა თუმცა მიუხედავად ამისა, დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ისინი არ შეუზღუდავს.
„ვიღაცები მეტიჩრობით, რომ გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაკითხული არ აქვთ ან წაკითხული აქვთ და სპეციალურად მოქმედებენ, იმიტომ, რომ იქ აღმოვაჩინეთ ისეთი ადამიანები რომლებიც აქციას არ ტოვებდნენ, გასაგებია, დემოკრატია ამაში მდგომარეობს, რომ სამსახურიდან არ იყვნენ გაყრილები იმიტომ, რომ აქციებზე დადიოდნენ. ვიღაცები ამაზეც გვამუნათებდნენ. გვეუბნებიან, თვენი ბრალია. პარტიულად ვიღებ, მაგრამ სახელმწიფო ინტერესიდან და დემოკრატიიდან გამომდინარე შეიძლება არ იყოს სამართლიანი.
თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ შანტაჟის იარაღად როგორც გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი, ასევე შანტაჟის იარაღად გამოიყენება დაფინანსება და თავად მოლაპარაკების გახსნა, რომელიც ერთგვარი ფორმალური საკითხი და თუ ამას არ მოჰყვება ევროკავშირში გაწევრიანება, ამაში ჩაყოლას თუ ისე არ აპირებს, რომ მაინცდამაინც მახვეწარი და ინიციატივის დამყენებელი, რომელსაც შედეგად მოჰყვება რა, 16 დეკემბერს უნდა შეხვიდე განაცხადით, რომ ძალიან გთხოვთ გაგვიხსნათ და ისინი გვეუბნებიან არა თქვენ არ ხართ ამისთვის მზად და „ქართული ოცნება“ კარგად არ იქცევა. აი ლგბტ კანონი, ოჯახური ღირებულებების კანონი, გამჭვირვალობის კანონი გაიწვიეთ და ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ამ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ. და დღის წესრიგში ჩვენ თავად არ დავაყენებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.