გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„გამოიძიოს, არ აინტერესებს უმრავლესობას?! ააყუდოს ვიღაც, ვისთანაც ბევრი კითხვები აქვს. მე, თამარ ჩარკვიანს, ისევე მაინტერესებს, ოპოზიციაში ვინმე არის თუ არა გარეული, როგორც ხელისუფლებაში არის თუ არ ვინმე გარეული. მომავალში უნდა ვიცოდე რა ხდება“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" კეზერაშვილის მიერ, ოპოზიციის დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ხომ არ ვართ მარტო იმ კომისიაში. იქ ძალიან დიდი უმრავლესობა, ,,ოცნებაა". ოპოზიცია თავის თავს კი არ გამოიძიებს. ასე რომ იყოს, პირდაპირ გეტყვით, რომ მე ეს არ მომეწონებოდა... თუ ვინმე არის ოპოზიციაში, ვინც დაკავშირებულია ქოლცენტრებთან, ზუსტად ისევე არ მაინტერესებს და ჩემთვის მოკვეთილია, როგორც ხელისუფლებაში მყოფი. ასეთი სიბინძურე და ასეთი ბინძური სქემა, როგორიც ქოლცენტრია, რომელიც პენსიონერებს ართმევს რაღაცას, არ არსებობს...“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.