VIDEO: თავიდანვე გავაკეთე განცხადება, რომ კომისია ნამდვილად იმუშავებს, კომისია არ ხუმრობს, კომისია ნამდვილად მიიღებს მკაცრ ზომებს - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

კომისია ნამდვილად იმუშავებს, კომისია არ ხუმრობს, კომისია ნამდვილად მიიღებს მკაცრ ზომებს, რაც კომისიის ხელთ არის -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ის, რაც თქვენ თქვენივე კითხვაში ბრძანეთ, რომ მათ შეიძლება ხელწამოსაკრავი ჰგონებოდათ ეს კომისია, ჰგონებოდათ, რომ სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსი ფარატინა ქარალდია, ამიტომაც, ეს ეჭვი რომ გამომერიცხა, მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება მინიმუმ ორჯერ მახსენდება, სადაც ვთქვი, რომ კომისია ნამდვილად იმუშავებს, კომისია არ ხუმრობს, კომისია ნამდვილად მიიღებს მკაცრ ზომებს, რაც კომისიის ხელთ არის, თორემ კომისიას არავის ციხეში გაგზავნა არ შეუძლია, რადგან ეს არ არის მისი ფუნქცია, მაგრამ ის, რომ რა ვალდებულებასაც კანონი გვაკისრებს პირის არ გამოცხადების შემთხვევაში და საქმე გადავა პროკურატურაში ნამდვილად გაკეთდებოდა ეს, გაფრთხილება გაკეთდა“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.