VIDEO: „თავიანთ თავს თვითონ აყენებენ შეურაცხყოფას და თუ ერთმანეთს პატიობენ მე რა შუაში ვარ?! მე უბრალოდ ყველაზე მეტად რაც მიკვირს ის არის, თუ რითი არ დამთავრდა ეს დრამა“ - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„თავიანთ თავს თვითონ აყენებენ შეურაცხყოფას და თუ ერთმანეთს პატიობენ მე რა შუაში ვარ?! მე უბრალოდ ყველაზე მეტად რაც მიკვირს ის არის, თუ რითი არ დამთავრდა ეს დრამა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„თავიანთ თავს თვითონ აყენებენ შეურაცხყოფას და თუ ერთმანეთს პატიობენ მე რა შუაში ვარ?! მე უბრალოდ ყველაზე მეტად რაც მიკვირს ის არის, თუ რითი არ დამთავრდა ეს დრამა, რომელმაც ყველაფერი მოიცვა და ხალხი გულშემატკივრობს პოლიტიკურად იქოწინებენ თუ არა ლელო და გახარია. უბრალოდ, ვერ ვხვდები რა კომბინაციაა ისეთი, რომ დღეს ვერ შეთანხმდნენ, ხვალ ვერ შეთანხმდნენ... უბრალოდ რა პროცესია ვერ ვხდები“,  - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.