VIDEO: „სალომე ზურაბიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა 4 ოქტომბრის მოვლენებში, მხარს უჭერდა დამხობის იდეას...“ - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„სალომე ზურაბიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა 4 ოქტომბრის მოვლენებში, მხარს უჭერდა დამხობის იდეას და სალომე ზურაბიშვილზე ვერ ვიტყვით, რომ ან განათლება არ აქვს მიღებული ან სახელმწიფო და კონსტიტუციური წესწყობილების პრინციპებს არ იცნობს საკმარისად, შეიძლება ზედმეტად კარგად არ იცნობდეს, არ არის მისი პროფესია, მაგრამ  სათანადო და კარგი განათლება აქვს საიმისოდ მიღებული, რომ  მისთვის ნათელი ყოფილიყო  რა ტიპის აქციაში ღებულობდა მონაწილეობას და რას ისახავდა მიზნად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.