VIDEO: საარჩევნოდ შემოვა ფული, რომელიც შესაძლებელია ისევ ჩაიდოს პოლიტიკაში უკანონოდ და ყველანაირი უკანონო ხარჯვა, ვინც არ უნდა ხარჯავდეს, უნდა იყოს ანგარიშვალდებული თუ რაში ხარჯავს ამ ფულს - ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ნებისმიერი თეთრი, ნებისმიერი ცენტი, რომელიც შემოვა სხვა ქვეყნიდან და დაიხარჯება არამიზნობრივად, ამ კანონის მერე, შესაძლებელი იქნება, რომ დამფინანსებელსაც და დაფინანსებულსაც შეაჩერებინო უკანონო საქმიანობა -   ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

„საარჩევნოდ შემოვა ფული, რომელიც შესაძლებელია ისევ ჩაიდოს პოლიტიკაში უკანონოდ და ყველანაირი უკანონო ხარჯვა, ვინც არ უნდა ხარჯავდეს ამას, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურა, ერთიც და მეორეც უნდა იყოს პასუხისმგებელი  და ანგარიშვალდებული თუ რაში ხარჯავს ამ ფულს. როგორც კი ეს ორგანიზაციები დაიწყებენ უკანონოდ, პოლიტიკურად ფულის ხარჯვას, მაშინვე ხელისუფლებას ექნება ბერკეტი მიმართოს მათ დამფინანსებლებს და შეაწყვეტინოს მათ სულ მცირე პოლიტიკური საქმიანობა და გაათხოვინოს ის თანხები, რომელიც მათზე დარიცხული. დღეს ეს ბერკეტი ხელისუფლებას არ გააჩნია...“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.