VIDEO: რეზოლუცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გმირად აცხადებს და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, არანაირ პოლიტიკურ და მორალურ ღირებულებას არ წარმოადგენს - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

რეზოლუცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გმირად აცხადებს და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, არანაირ პოლიტიკურ და მორალურ ღირებულებას არ წარმოადგენს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„სააკაშვილი იხდის ამ რეზოლუციებში ფულს და რა თქმა უნდა, ის ყველა რეზოლუციაში იქნება მონაწილე მხარე... რეზოლუცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გმირად აცხადებს და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, არანაირ პოლიტიკურ და მორალურ ღირებულებას არ წარმოადგენს. მათ შორის, არაერთხელ გვაქვს ნანახი რეზოლუციების დაინიცირება, მიღება, გახმაურება, განცხადებები და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველამ იხილა ხომ ფაქტობრივად ჩალის ფასი აქვს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.