VIDEO: ,,რესპუბლიკელები" რომ იყავით კოალიციაში, მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? - ხუზმიაშვილი სამნიძეს

ხათუნა სამნიძე

„კანონი, რომელიც იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, რასაც გვაბრალებს ,,ქართული ოცნება" ან კანონი, რომელიც იქნება ყველაზე, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილზე, ვერ დაიწერება, ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი კანონი დაიწეროს, ამიტომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ბრალდება არის არასწორი“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“, წამყვანის კითხვაზე, როცა „რესპუბლიკური პარტია" იყო „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო თუ არა ოლიგარქი, ხათუნა სამნიძე პასუხობს, რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ იყო პროცესებში ჩართული და პოლიტიკაზე არ ახდენდა არაფორმალურ გავლენას.

„თქვენ ძალიან შორ წარსულში წახვედით. ოლიგარქი ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად ჩართულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში და გავლენას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. როდესაც ჩვენ კოალიცია შევქმენით „ქართულ ოცნებასთან“, მაშინ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ იყო ჩართული პოლიტიკაში, მერე ის პრემიერ-მინისტრი გახდა და როგორც კი გაჩნდა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა, პირადად ვთქვი, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა პოლიტსაბჭოს სხდომას, სადაც ის წევრი არ იყო-თქო“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.