სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
აშშ-ში, მიუსაფარმა ძაღლმა მაღაზიიდან ერთი და იგივე სათამაშოს მოპარვა რამდენჯერმე სცადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცუგამ სახელად სისუმ ადგილობრივი მაღაზიიდან იასამნისფერი მარტორქის გატაცება ხუთჯერ სცადა, რის გამოც სუპერმარკეტის მფლობელმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა.
თუმცა გამოძახებაზე მისულმა ოფიცერმა სისუს სანატრელი სათამაშო უყიდა და თავშესაფარში მარტორქასთან ერთად გადაიყვანა. სისუს და მისი რბილი მეგობრის ფოტოები თავშესაფრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ძაღლმა ახალი სახლი მეორე დღესვე იპოვა. ის ახალ სახლში საყვარელ სათამაშოსთან ერთად ცხოვრობს.