ზოდიაქოს 4 ნიშანი სამყაროსგან უზარმაზარ სიურპრიზს მიიღებს
1736541526
„რატომ ეშინია საზოგადოებას ამ სიტყვის და რატომ ცდილობთ, რომ ვიხმარო მე ეს სიტყვა და მერე რაღაცა გამირთულოთ, აჯანყება ჩვეულებრივი სიტყვაა...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მედეა ვასაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„აჯანყება ჩვეულებრივი სიტყვა არის, როცა სხვა გზას არ გვიტოვებენ და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა საკუთარი თვალით ნახეს ის ყველაფერი, რაც გაიტანეს ჩვენი ქვეყნიდან. ჩავრთავ გერმანია ლაპარაკობს, გადმოვრთავ საფრანგეთი ლაპარაკობს, აგერ სტრასბურგის სხდომათა დარბაზში საქართველოზეა ლაპარაკი. ყველგან საქართველოზე ლაპარაკობენ, ჩვენთან არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე ლაპარაკობენ...“ - განაცხადა მედეა ვასაძემ.