პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„საზოგადოების წინაშე არ არის სწორი, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევით მოხდეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ამგვარი საქციელი ამაზრზენია.
„ჩვენი გმირი მებაღე, დევი მეზურნიშვილი, ასევე ექიმი, რომელმაც პირველადი დახმარება აღმოუჩინა, ასევე ლაზარე და ანდრია, რომლებმაც უშუალოდ შოკი გამოიარეს, ამ ტრავმის, რომელიც მიიღეს ვაკის პარკში... ოპოზიციამ ესეც კი იკადრა, რომ ამ ადამიანების პოსტები გააკრიტიკა, თუ რატომ მოხდა შეხვედრა, რატომ გავრცელდა ესა თუ ის ფოტო... ამაზრზენია ეს ოპოზიციის მხრიდან. მინიმუმ, ოჯახის და საზოგადოების წინაშე არ არის სწორი, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევით მოხდეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა “, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს.