VIDEO: „მინ­და შვი­ლე­ბი და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მოს მო­ვა­შო­რო“ - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნინო წილოსანი შვილებთან ერთად ცხოვრობს

დეპუტატმა ნინო წილოსანმა „პოსტ ალიონს“ უმასპინძლა და ის მაყურებელს ის სახლი დაათვალიერებინა, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობს.

„ამ სახლში დაიბადა მარიამი. შე­სა­ბა­მი­სად, 11 წლის წინ და­ვი­წყეთ რე­მონ­ტი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი დე­კო­რა­ცია ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი

სახ­ლი უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­ში მაქვს მო­წყო­ბი­ლი. ან­ტიკ­ვა­რე­ბი და ასე შემ­დეგ არ მიყ­ვარს, მაგ­რამ კა­რა­დებ­ში არის დე­და­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რი ჭურ­ჭე­ლი. ეს ჭურ­ჭე­ლი არ არის საგ­ვა­რე­უ­ლო. პე­რი­ო­დუ­ლად მიგ­რო­ვებს ხოლ­მე ან თა­ვი­სას მაძ­ლევს.

ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­წევს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის ყუ­რე­ბა, თუმ­ცა ეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში არ ხდე­ბა, რად­გან მინ­და შვი­ლე­ბი და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მოს მო­ვა­შო­რო. ამი­ტომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუყ­რებთ ფილ­მებს, რო­მელ­საც ერ­თად შე­ვარ­ჩევთ.

აქ მაქვს ფორ­ტე­პი­ა­ნოც, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის­თვის არის. თე­მოს ძა­ლი­ან უყ­ვარს დაკ­ვრა, თვით­ნას­წავ­ლი პი­ა­ნის­ტია.

თემო არის 19 წლის, სწავ­ლობს ბრი­ტა­ნეთ­ში. ნი­კო­ლო­ზი არის 15 წლის, არის კალთბურ­თე­ლი, თა­მა­შობს ბას­კო­ნი­ის გუნდში და მა­რი­ა­მი არის 10 წლის. ერთი გოგო გვყავს სახ­ლში და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ.

ჩემს შვილებს ალბათ ექნებათ სათ­ქმე­ლად, რომ დედა ძა­ლი­ან ცოტა დროს ატარებს მათ­თან, თუმ­ცა რა­საც ვა­ტა­რებ, ვა­ტა­რებ ხარისხიანად და ბოლომდე მათ ვუთმობ.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვა­ტა­რებთ ყველაზე დიდ დროს. თუ სახ­ლში ვარ სწორედ აქ ვმუშაობ. აქ მუდ­მი­ვად ჩემი სა­ბუ­თე­ბია მი­მო­ფან­ტუ­ლი. ცო­ცხა­ლი სივ­რცეა ეს. სამ­ზა­რე­უ­ლო ყველაზე მე­ტად დი­ლის სა­ა­თებ­შია დატ­ვირ­თუ­ლი. ვარ­ჯიშ­ზე წას­ვლამ­დე აუ­ცი­ლე­ბალდ ვსა­უზ­მობ.

ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ, არ ვჭამ საერთოდ ხორცს, მხოლოდ ბოსტნე­ულს და ხილს. ასე­ვე მიყ­ვარს რძის პროდუქტები. ჩემი ოცნებაა, რომ რაღაც ასაკ­ში სა­კუ­თა­რი ბაღი გა­ვა­შე­ნო და ჩემი ხე­ლით მოვუარო“, - ამ­ბობს ნინო წი­ლო­სა­ნი გა­და­ცე­მა „დღის პოს­ტში“.