„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
,,თავისუფალი სივრცის" წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვაზე რას აკეთებს, ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კაპანაძე პასუხობს, რომ იგეგმება სხვადასხვა აქტივობები.
,,ათეულობით ოფისი გაიხსნა, მათ შორის გაიხსნა მიშას შტაბები რეგიონებში. თქვენ დაინახავთ აქტივობებს, რომლებიც ძალიან მალე იქნება შესამჩნევი ნებისმიერისთვის… ამომრჩეველთა შეხვედრები დაიწყო, ლევანი იყო აჭარის რეგიონში. გეგმავს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას,ხალხთან შეხვედრას, კომუნიკაციას. აქტივობები ხდება. ამის შედეგი თვალშისაცემი იქნება ყველასთვის. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს როგორი სახის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, ის აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რუსული რეჟიმის დამარცხების”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში”.