ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731182713
ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში გარდაცვლილი მეუღლისა და მისი თანაგუნდელების ურთიერთობის შესახებ საუბრობს და ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს.
„სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... საუბრობდნენ და რაღაცებს ინაწილებდნენ. მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ თუ არ მოგვცემს... და ამაზე იცინოდნენ. მაშინ დავინახე, რომ კატასტროფა ხდებოდა... ზურამ, ალბათ, ეს იცოდა, რომ აქეთკენ წავიდოდა ყველაფერი.“ - გაიხსენა ექს-პრემიერის მეუღლემ.
ნინო ჟვანიამ ის საბედისწერო ღამეც გაიხსენა, როცა მეუღლე გარდაცვლილი ნახა. მას სჯერა ვერსიის, რომ ეს იყო მკვლელობა.
„არ იყო ღამე, როდესაც ჩვენ ერთად არ ვიყავით. ზუსტად ვიცოდი, სად იყო, ეს არ იყო ისეთი ურთიერთობა, რომ წავედი მე და კარგად იყავიო. დააგვიანა რეკვა და რომ დავიწყე რეკვა, ერთი 30-ჯერ დავრეკე, მერე ფეხით წამოვედი წყნეთიდან, თოვდა. ღამის სამ საათზე ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი, იქ რაც მოხდა. მერეც, რამდენიმე დღე ვცდილობდი, მეზობლები გამომეკითხა. როგორია გამოიძიო, როცა მთელი სახელმწიფო შენ წინააღმდეგ მუშაობს.
ერთ-ერთი ბოლო საუბარი მახსოვს, მიშას ელაპარაკებოდა, უთხრა, - ღმერთმა დაგიფაროთ, რამე არ დამემართოს, თორემ, რა გეშველებათ თქვე უბედურებოო...“ - განაცხადა ნინო ჟვანიამ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.