ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
პოლიტიკოსის ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების შესახებ წერს.
„ისეთ დროს დამიდგა გვერდით, ზოგი სათოფეზე გაკარებას რომ ვერ ბედავდა. ზურას დროს არც ვიცნობდი. გაკვირვებული დავრჩი მისი კაცობით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“, - წერს ნინო ჟვანია.
ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური გუშინ, 15 თებერვალს, 67 წლის ასაკში კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ის მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა.