VIDEO: მაია ორჯონიკიძის სამარცხვინო სტატუსი ვნახე... მისი შვილი რომ იყო დაკავებული, მე სრულიად სხვანაირად მოვიქეცი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა ხდებოდა - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

„მაია ორჯონიკიძის სამარცხვინო სტატუსი ვნახე, შეგიძლიათ ამოიკითხოთ - მოდი სიმართლე დაწერე, რაც მე ვთქვი. მთელი საქართველო მისმენს, შემოდით ჩემთან ფეისბუქზე და ნახეთ, სიტყვა ძალადობა თუ გავამართლე. პროვოკაცია ვთქვი იმიტომ, რომ ამის შთაბეჭედილება დატოვა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„მე ძალიან კარგად მახსოვს, მაია ორჯონიკიძის შვილი რომ იყო დაკავებული, მე სრულიად სხვანაირად მოვიქეცი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა ხდებოდა და მას ეს სჩვევია, არ იცის, მაგრამ დაწერს...“, - განაცხადა ჩარკვიანმა.