ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
1732685572
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მოძრაობა ,,ხალხის ძალა", შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს.
ამის შესახებ ხუნდაძემ გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალა" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
,,რაც შეეხება, პარტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას, ჩვენი მიზანი ეს თავიდან არ ყოფილა. ჩვენი მიზანი იყო რომ საზოგადოების უსაფრთხოება დაგვეცვა, მაგრამ რახან პროცესები ამდაგვარად განვითარდა, რისკები ისევ არსებობს.
სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, მანამდე, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობები იქნება. თუ კი ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ამ ზეწოლებს, მაშინ, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება ამ მოძრაობის პარტიულ ორგანიზაციად გარდაქმნა, რადგან, პარტიულ ორგანიზაციას აქვს უფრო მეტად ქმედითი ბერკეტები და ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე უარს არ ვიტყვით.
თუ კი პარტიად ჩამოყალიბდა ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" საუბრისას.