VIDEO: ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში - ერთმანეთს კოტე ზარნაძე და ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ

ჩხუბი

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც დღეს თბილისის მერი კახა კალაძე წლიური ანგარიშით წარსდგა, ხმაური და დაპირისპირება იყო.

"ქართული ოცნების" დეპუტატს, კოტე ზარნაძეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა.

დაპირისპირება ზარნაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება "ზონდერი" არ ეკუთვნის.

ასვე დაპირისპირება მოჰყვა ირაკლი ნადირაძის მცდელობას, კახა კალაძისთვის სიმბოლურად ხერბორკილები გადაეცა, რომელიც მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა გამოატანა.