VIDEO: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ყველასთვის ღია - სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძე

არ მქონია არც ერთთან შეხება, არ ვყოფილვარ არც ერთთან, არ მისაუბრია მათთან. ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილის ან დავით კეზერაშვილის ბრძანებას ასრულებს პარტია, ვერ დავადასტურებ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“. 

მიხეილ სააკაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ დიახ, ნამდვილად არ არის ჩვენს პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობა. ჩვენ ძალიან ბევრი თანაგუნდელი გვყავს, ძალიან ბევრი თანამოაზრე გვყავს და ჩვენთვის ყველას მიზანი არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ... „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ყველასთვის ღია, ვისაც უნდა, რომ დღეს ქვეყანა გადაარჩინოს და ქვეყანა იხსნას რუსეთის მარწუხებისგან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.