VIDEO: „ძალიან უცნაური მოვლენები განვითარდა ჩვენს თვალწინ, ასეთი რამ დიპლომტიის ისტორიას არ ახსოვს, რომ ქვეყანაში სტუმრად ჩასული პირველი პირი ჯერ მიიწვიონ საზეიმო მიღებაზე და შემდეგ უცებ გამოიწვიონ ეს მოსაწვევი...“ - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

„ძალიან უცნაური მოვლენები განვითარდა ჩვენს თვალწინ, ასეთი რამ დიპლომტიის ისტორიას არ ახსოვს, რომ ქვეყანაში სტუმრად ჩასული პირველი პირი ჯერ მიიწვიონ საზეიმო მიღებაზე და შემდეგ უცებ გამოიწვიონ ეს მოსაწვევი...“ - ამის შესახებ  პარტია ,,ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ასეთი არადიპლომატიური, არაჯანსაღი დამოკიდებულება, მგონი არცერთი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. რა თქმა უნდა, ნაკლებ სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ მე აქ ვხედავ ერთ ძალიან დიდ დადებით ნიშანს ამ ყველაფერში. ეს იმის ნიშანია, რომ ის ძალები, რომლებიც საქართველოში უსამშობლოთა კასტის გამარჯვებას ცდილობენ და მათ ეხმარებიან ყოველმხრივ, როგორც ჩანს, მათ გადაუგდეს ერთ-ერთი მაშველი რგოლი იმისათვის, რომ რაღაცა გარკვეული რეიტინგი მოიპოვონ მომავალ არჩევნებში. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არანაირად მხარს არ უჭერს იმ ოპოზიციას, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ცდილობს, ასეთი ტიპის ქმედებებით და ასეთი ქმედებების კორდინაციაში ყოფნით, თავიანთ სასარგებლოდ გამოყენების საშუალებით, რაღაც ქულები დაიწერონ. როგორც ჩანს ისინი კარგად ხვდებიან, რომ ოპოზიცია არაფრის მაქნისი არ არის საქართველოში“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.