VIDEO: „ჩვენ, ვერავის მივცემდით უფლებას და საშუალებას, რომ ხელოვნური კრიზისით გამოეწვიათ ის, რომ ,,ლელოს" ლიდერი ყოფილიყო „ცესკოს“ თავმჯდომარე და მას ჩაეტარებინა არჩევნები...“ - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

„ჩვენ, ვერავის მივცემდით უფლებას და საშუალებას, რომ ხელოვნური კრიზისით გამოეწვიათ ის, რომ ,,ლელოს" ლიდერი ყოფილიყო ,,ცესკოს" თავმჯდომარე და მას ჩაეტარებინა არჩევნები...“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჩვენ არაფერი გვიკვირს...ჩვენ აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ ევროპულ დედაქალაქებთან, ვაშინგტონთან და ბრიუსელთან. ის, რომ რა თქმა უნდა, საარჩევნო რეფორმის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები იყო გადასადგმელი, რადგანაც ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში, არჩევნების  კიდევ უფრო დემოკრატიული გზით ჩატარება... ჩვენ ვერავის მივცემდით საშუალებას ხელოვნური კრიზისით გამოეწვიათ ის, რომ ოპოზიციური პარტიის, ამ შემთხვევაში „ლელოს“ ლიდერი ყოფილიყო ,,ცესკოს" თავმჯდომარე და მას ჩაეტარებინა არჩევნები...“  - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.