VIDEO: ახალი კადრები თვითმფრინავის აფეთქების ადგილიდან - „როსავიაცია“ ადასტურებს, რომ ბორტზე პრიგოჟინი იმყოფებოდა

პრიგოჟინი

"როსავიაცია" ადასტურებს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინი იმყოფებოდა.

უწყების ცნობით ბორტზე იმყოფებოდნენ:

მგზავრები:

სერგეი პროპუსტინი;
ევგენი მაკარიანი;
ალექსანდრ ტოტმინი;
ვალერი ჩეკალოვი;
დმიტრი უტკინი;
ნიკოლაი მატუსეევი;
ევგენი პრიგოჟინი.
ეკიპაჟის წევრები:

მეთაური: ალექსეი ლავშინი;
მეორე პილოტი: რუსტამ კარიმოვი;
ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

 

 


ცნობისთვის, 23 აგვისტოს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, სავარაუდოდ "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა მედიამაც, რომელმაც ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით დაწერა, რომ მგზავრების სიაში ევგენი პრიგოჟინიც იყო. უწყებაში თქვეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.