VIDEO: ის ძალა პროპორციული იყო თუ არა, ფაქტების დამდგენ კომისიას არ ეკითხებოდა, ამ კონიუქტურაში იყო ისეთი სიტუაცია, რომ 5 ადამიანი, რომელიც ამ დოკუმენტის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას, სამს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული პოზიცია... - შოთა მალაშხია

შოთა მალაშხია

ის ძალა პროპორციული იყო თუ არა, ფაქტების დამდგენ კომისიას არ ეკითხებოდა; ამ კონიუქტურაში იყო ისეთი სიტუაცია, რომ 5 ადამიანი, რომელიც ამ დოკუმენტის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას, სამს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული პოზიცია... - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ შოთა მალაშხია გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,  7-ში დაიწყო თუ 8-ში მას ჰქონდა სრული უფლება, ჰქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია დამტკიცებულია, ამაზე არსებობს პუტინის და მედვედევის განცხადებები. აქედან გამომდინარე ეს ქმედებები აუცილებლად, გასაკეთებელი იყო. წინააღმდეგ  შემთხვევაში კოკოითის ბანდფორმირებები გაწენდნენ იმ ტერიტორიას და გააკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ. რაც შეეხება სამშვიდობო კონტინგენტს, მხოლოდ ორი ჯარისკაცი გარდაიცვალა და ამასთან დაკავშირებით ტალიავინის დასკვნაშიც წერია...ის ძალა პროპორციული იყო თუ არა, ფაქტების დამდგენ კომისიას არ ეკითხებოდა. ამ კონიუქტურაში იყო ისეთი სიტუაცია, რომ 5 ადამიანი, რომელიც ამ დოკუმენტის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას, სამს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული პოზიცია. აქედან გამომდინარე, ამ სამის აცილებაზე იყო საუბარი, მაგრამ მაშინ მსოფლიო კონიუქტურა ვერ იაზრებდა თუ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ვერ გაიაზრეს ეს პროცესი ვერც 2014-ში და მიხვდნენ 2022-ში, როდესაც უკრაინაში იგივე დაიწყო“, - განაცხადა მალაშხიამ.