იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ბრძოლა, რწმენა და შრომა შედეგს აუცილებლად დადებს, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ვფიცავ, რომ ვიქნები ყოველთვის სიმართლის მხარეს და ჩემი ერის ღირსების სადარაჯოზე, – ამის შესახებ პარტიის, „ენა მამული სარწმუნოება“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თემურ ბოკელავაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
როგორც ბოკელავაძემ აღნიშნა, იგი ყოველთვის სამართლიანი და ქართველი ერის გვერდით მდგომი იქნება.
„გამარჯობა და გამარჯვება ყველა ქართულ საქმეში, ჩემო ძვირფასო თბილისო და თბილისელებო, ჩემო საქართველო. მე გახლავართ თეიმურაზ ბოკელავაძე, პარტია „მამული ენა სარწმუნოებიდან“, საარჩევნო ნომერი პირველი. ჩვენ ვაგრძელებთ გურამ შარაძის იმ ღირსეულ გზას, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ.
დღეს პარტიას ხელმძღვანელობს ზაურ ხაჩიძე და მისი თანადგომით ვარ წარმოდგენილი თბილისის მერად. გპირდებით, ყველგან მნახავთ სამართლიანს, ჩვენი ერის მხარში მდგომს. მე ის ადამიანი ვარ, გემახსოვრებათ აბსოლუტურად თითოეულ თქვენგანს, რომელმაც შევძელი და უფლის ნებითა და საზოგადოების ჩართულობით, სკოლაში შევატანინე რელიგიის და სამხედრო გაკვეთილები. დღეს 50 სკოლაში რელიგიის გაკვეთილები ისწავლება. ამიტომაც, ბრძოლა, რწმენა და შრომა შედეგს აუცილებლად დადებს. ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ვფიცავ, რომ ვიქნები ყოველთვის სიმართლის მხარეს და ჩემი ერის ღირსების სადარაჯოზე“, – განაცხადა ბოკელავაძემ.