1740372372
ვფიქრობთ, რომ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის გზაზე საქართველო სწორ გზას ადგას - ზაიდა კანტერა

ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაიდა კანტერამ მადრიდში განაცხადა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება.
„ევროკომიასიამ 12 პრიორიტეტი გაუწერა ქვეყანას და ვფიქრობთ რომ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის გზაზე საქართველო სწორ გზას ადგას. მე როგორც ვიცი სულ მცირე საქართველოს მოსახლეობის 65 - 80% იც კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა“, - განაცხადა ზაიდა კანტერამ.
მსოფლიოს მთავარ გამოწვევაზე სამსჯელოდ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება. შეხვედრის ადგილი მადრიდია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიწვეულია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.