კურორტ საირმეში ხანძარია - ვითარება ადგილზე
1760796554
ევროკომისიის პრეს-სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურებას პოლიტიკური შეფასებები მოყვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეს-სპიკერი მსგავსი შინაარსის განცხადება წითელ ხაზებს გასცდა და დიპლომატიური ჩარჩოდან გავიდა.
"შალვა პაპუაშვილის განცხადება არა თუ მართებულია მხოლოდ, არამედ სახელმძღვანელოც არის ბევრი თავქარიანი ქართველისთვის და ასევე უცხოელი, ჯერ კიდევ პარტნიორებად წოდებული მხარეებისთვის. ვფიქრობ, პრეს სპიკერი უკვე ყველანაირ წითელ ხაზებს გადასცდა და გადააბიჯა ყველანაირ ნორმას, დიპლომატიურსაც, პოლიტიკურსაც და მორალურსაც. ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, რასაც ვხედავთ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
კურორტ საირმეში ხანძარია - ვითარება ადგილზე
1760796554