იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
ვფიქრობ, ერთადერთი შედეგი, რაც აშშ-ის საელჩოს ქარდებს ექნება, არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო კარგად დაინახავს, რომ ორმაგი სტანდარტი მიუღებელიაი, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ქარდებს.
„როდესაც საუბარია დემოკრატიაზე და ქვეტექსტით იკითხება იმ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირი ამოეთხარა, როცა ხელისუფლებაში იყო და როცა ოპოზიციაშია, მაშინ გამოდის, რომ ამ ადამიანებს მიიჩნიათ, რომ დემოკრატია არის ადამიანების ქუჩაში ხოცვა, კერძო საკუთრების შეზღუდვა, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტი, პატიმრების უმოწყალო წამება, მოკვდინება და ა.შ.“ - აცხადებს იონათამიშვილი.