რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
1736274550
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის გამო.
„სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარმა ენით აუწერელმა ტრაგედიამ, რომლის დროსაც, ხანძარმა, 5 არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის. ყველანი ვგლოვობთ ბავშვების ოჯახთან ერთად. მთელს საქართველოს გვიმძიმს სანუგეშო სიტყვების პოვნა.
მინდა, პირადად ჩემი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების სახელით, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს!“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის სამძიმრის წერილში.