1756919518
ვერ გეტყვით, ანჟეი დუდამ რა როგორ აღიქვა, მე შემიძლია ერთი ფაქტი ვთქვა, რომ რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა არაერთხელ დაარღვიეს ევროკავშირის საჰაერო სივრცე, არა მარტო პოლონეთში - ლევან ყურაშვილი

კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, სადაც ამბობს, რომ უკრაინას პოლონეთის ომში ჩართვა სურდა. განცხადება შეფასდა საქართველოშიც.
ოპოზიციურ სპექტრში ამბობენ, რომ რუსული აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.
"ვერ გეტყვით, ანჟეი დუდამ რა როგორ აღიქვა, მე შემიძლია ერთი ფაქტი ვთქვა, რომ რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა არაერთხელ დაარღვიეს ევროკავშირის საჰაერო სივრცე, მათ შორის არა მარტო პოლონეთში, არამედ იყო შემთხვევა რუმინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს რუსული აგრესია არა მარტო უკრაინას, არამედ ემუქრება მთელი ევროპის უსაფრთხოებას, ამიტომაც არიან გაერთიანებული ევროპის ქვეყნები უკრაინის დახმარებაში და აუცილებლად მიაღწევენ მიზანს", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ყურაშვილი.
შეგახსენებთ, დუდამ ამ თემაზე ეროვნული ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.