რა ეღირება საქართველო-საფრანგეთის მატჩზე გასამგზავრებელი ჩარტერული რეისის ბილეთი

კალათბურთი

ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად საქართველოს მთავრობა გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები უკვე დანიშნა.

სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს.

„სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინპლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ.

7 სექტემბერი თბილისი-რიგა 07:00- 10:25; 8 სექტემბერი რიგა-თბილისი 19:00- 00:30“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.