„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა დეზინფორმაციას ეფუძნება და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს მოიცავს.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ასეთი დასკვნების მიზანია საინფორმაციო ხმაურის გამოწვევა.
„ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, რომელიც გაჯერებულია ურთიერთგამომრიცხავი, სხვადასხვა ტიპის „მიგნებებით“, პირდაპირ ეფუძნება დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას. თუ გავითვალისწინებთ და მხედველობაში მივიღებთ ვენეციის კომისიის სრულ სახელწოდებას, აქ ალბათ გარკვეული კორექტირების შეტანა იქნება საჭირო. აღნიშნული კომისია იწოდებოდა სახელწოდებით – „დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით“, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია მას ვუწოდოთ – „დემოკრატიისთვის“ დეზინფორმაციის მეშვეობით. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ ყალბ ნარატივზე და აღქმებზე დაფუძნებით ისინი აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, შეიქმნას მორიგი საინფორმაციო ხმაური. საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ამ შემთხვევაში იყო მათი შეფასების საგანი, იმ თავითვე ერთმნიშვნელოვნად, ძალიან მკაცრად იყო გატარებული კონსტიტუციურობის ფილტრში. ამ თვალსაზრისით არ არსებობდა არავითარი არსებითი კითხვის ნიშანი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, კომისიის დასკვნა ეხება 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.