ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს. პარტია წერს, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - არის თუ არა მართებული და თავსებადი ეროვნულ ინტერესებთან ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული? - "ნეიტრალური საქართველო" მიმართავს იმ მაუწყებლებს, სადაც დებატები დაიწყო, მათ შორის, "რუსთავი -2-ს", გაუწიოს ორგანიზება დებატებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
"ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა," - აცხადებენ პარტიაში.
საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტებები გააკეთა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.
"ღირებულებითი, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით, ევროკავშირი განიცდის ძალიან სწრაფ და შეუქცევად დეგრადაციას. მივესალმებით, რომ ამასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები ისმის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან. თუ რამდენიმე წლის წინ კითხვის დასმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო, დღეს ევროკავშირის ხსენება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის გაღიზიანებას იწვევს, დაკავშირებულია უსაფრთხოების რისკებთან, სტაბილურობის რისკებთან, ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯარო დისკუსიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის სწორედ ევროინტეგრაციის თემა.
აღარ არის საკმარისი ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ კრიტიკა და მხილება ევროკავშირის, არამედ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები და საბოლოო გამოღვიძება ევროილუზიიდან", - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.