პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თქვენ სიტყვით, რომელსაც ხშირად ქმედებაზე დიდი ძალა აქვს, მუდმივად შეურაცხყოფთ, მუდმივად ძალადობთ ეკლესიის წევრებზე დაწყებული - პატრიარქით, დასრულებული - მრევლით. სამი ტელევიზია, ათეულობით ენჯეო, პოლიტიკური პარტიები წლებია უწყვეტად ეწევით ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციის აღვირახსნილ კამპანიას - ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ისინი საკუთარი ეთერებიდან და მიტინგებზე ტრიბუნიდან ემუქრებიან სამღვდელოებას წვერის გაკრეჭვით, შესამოსელის გახდით და უწმინდესს ლანძღავენ. „არავის სჯერა თქვენი ყალბი ემპათიის! სანამ არ გააცნობიერებთ, რომ ეს ენით აღუწერელი სისასტიკე თქვენმა ანტიეკლესიურმა პროპაგანდამ წაახალისა! თქვენ სიტყვით (რომელსაც ხშირად ქმედებაზე დიდი ძალა აქვს) მუდმივად შეურაცხყოფთ, მუდმივად ძალადობთ ეკლესიის წევრებზე დაწყებული - პატრიარქით, დასრულებული - მრევლით.
სამი ტელევიზია, ათეულობით ენჯეო, პოლიტიკური პარტიები წლებია უწყვეტად ეწევით ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციის აღვირახსნილ კამპანიას! საკუთარი ეთერებიდან და მიტინგებზე ტრიბუნიდან ემუქრებით სამღვდელოებას წვერის გაკრეჭვით და შესამოსელის გახდით! ჩვენს უწმინდესს ლანძღავთ 24/7 და სულიერად ავადმყოფი პეტრე გიზით სტუდიებში. ეს ხდება უკვე წლებია, დაუსრულებლად და ყოველდღიურად უფრო ბინძური და შემზარავი ხდება თქვენი “ბრძოლა”. ასე რომ, სად რა გამოვლინებას ჰპოვებს ეს ყველაფერი არავინ იცის, მაგრამ ნეგატიურად რომ მოქმედებს და ამით თქვენ და თქვენი დამკვეთები(ქვეყნის გარედან) რომ კმაყოფილები ხართ ეს ფაქტია!!!“ წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.