ვატო შაქარიშვილი: ჩვენი ბუნებრივი სტატუსი, მოდელი, არის ნეიტრალიტეტი. სწორედ ნეიტრალიტეტს შეუძლია მოუტანოს საქართველოს ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები

ვატო შაქარიშვილი

ჩვენი ბუნებრივი სტატუსი, მოდელი, არის ნეიტრალიტეტი და სწორედ ნეიტრალიტეტს შეუძლია მოუტანოს საქართველოს ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, რომელიმე ბლოკში გაწევრიანება საქართველოსთვის მომგებიანი არ არის.

„არაერთი გარემოება არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ნეიტრალურ სტატუსზე და არა რომელიმე ბლოკში გაწევრიანებაზე, ვინაიდან, ეს არ არის საქართველოსთვის მომგებიანი არც ეკონომიკურად, არც უსაფრთხოების განზომილებით, არც სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით და არცერთი მიმართულებით. ჩვენი ბუნებრივი სტატუსი, მოდელი, არის ნეიტრალიტეტი და სწორედ ნეიტრალიტეტს შეუძლია მოუტანოს საქართველოს ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები. მისცეს შესაძლებლობა, რომ იყოს ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან და ფეხი აუბას ამ ახალ მსოფლიო რეალობას. გამოიყენოს განვითარების ის შესაძლებლობები, რაც ახალმა მსოფლიო რეალობამ ჩვენს წინაშე შექმნა“, - აღნიშნა მან.

✕