ხანძარი ვარკეთილში - ვითარება ადგილზე
1795764356
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდებში პროფესიული კინოგანათლების ხელშეწყობას და ქართული კინოკულტურის პოპულარიზაციას.
მემორანდუმს ხელი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ბაჩო ოდიშარიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე შუბითიძემ მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს განახორციელებენ, რაც გულისხმობს კინოჩვენებების ორგანიზებას, კინოგანათლების საკითხებზე შეხვედრების გამართვას და ქართული კინოს პოპულარიზაციის ხელშემწყობი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.