პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“, - ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტის შესაძლო დატოვების თაობაზე.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძე „გაუგებარი თამაშით“ არის დაკავებული.
„ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რომ დადიოდა, რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის, რატომ მიდის? ამ ყველაფერს ხალხი ხომ უყურებს და მათ შეაფასონ ასეთი სიმჩატე ზოგიერთი პოლიტიკოსის. ამდენხანს რომ იჯდა, თუ პარლამენტში რუსეთის სამსახურში ვართ, თავად რას აკეთებდა? თვალები ახლა აეხილა და რუსეთის დამქაშები ახლა ამოიცნო პარლამენტში? ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და ვერ გავიგე, რა უნდა. ევროპა მინდაო და პირდაპირ რომ გეუბნებიან ამაზე იმუშავეო, რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს,“ - განაცხადა ელისაშვილმა