ვარლამ ლიპარტელიანი: ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ეს კარგი ნაბიჯია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ ჩინეთში განათლების მიღება

ვარლამ ლიპარტელიანი

ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

„აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის.  ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა, რადგან ბევრი ტრადიცია და კულტურა აკავშირებს ქართულსა და ჩინურ მხარეს. მინდა ვთქვა, რომ წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრამ და ძალიან დადებითად ვართ განწყობილი სამომავლო გეგმების მიმართულებით“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

✕