1758658955
„ვარკეთილი არის თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული უბანი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს მოვუწოდოთ, კიდევ ერთხელ მხარდაჭერისკენ“ - ვაჟა კოკაია

„ბოლო 8 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კახა კალაძე გახდა თბილისის მერი, ხოლო ვარკეთილის მაჟორიტარი რეზი სოხაძე იყო, ვარკეთილი შეიცვალა რადიკალურად. აქამდე იყო განცდა იმის, რომ ვარკეთილი გარეუბანია - მოსახლეობას ჰქონდა განცდა, რომ თბილისის მოსახლეობის შემადგენელ ნაწილს ისინი არ წარმოადგენდნენ, თუმცა დღეს, ვარკეთილში იმდენად ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომ ეს დამოკიდებულება შეცვლილია,“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვარკეთილის ოლქში, ვაჟა კოკაიამ "კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
„ვარკეთილი არის თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული უბანი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს მოვუწოდოთ, კიდევ ერთხელ მხარდაჭერისკენ, იმისკენ, რომ გავაგრძელოთ ვარკეთილის განვითარება ერთად, რომელიც 8 წლის წინ დაიწყო კახა კალაძემ და ეს განვითარება ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ,“ - განაცხადა ვაჟა კოკაიამ.