კასპში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1758830002
ეს ამბავი 1980 წლის 13 ივნისს ტეხასის პატარა ქალაქში მოხდა. საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს დიასახლისი ბეტტი გორი. მისი სხეული იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ ამოცნობა გართულდა. მკვლელობის იარაღი იყო სისხლიანი ნაჯახი, რომელიც მაცივრის უკან აღმოაჩინეს. ბეტტს 41 დარტყმა ჰქონდა მიყენებული.
ბეტტი გორი წესიერ დიასახლისად და ერთგულ დედად ითვლებოდა. მისი ქმარი, ალან გორი, ელექტრონიკის გაყიდვებში დასაქმებული ინჟინერი იყო, რომელიც ხშირად მიემგზავრებოდა მივლინებებში.
თავიდან ბეტტიც მუშაობდა მასწავლებლად, მაგრამ ორი შვილის გაჩენის შემდეგ მთლიანად ოჯახზე გადაერთო. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ მშობიარობისშემდგომი დეპრესია დაემართა და ენერგიაც დაკარგა შვილებზე ზრუნვისთვის. ალანმა შეამჩნია ცოლის მდგომარეობა და ფსიქოთერაპიის კურსზეც ჩაწერა. თავად კი საიდუმლოდ ხვდებოდა ბეტტის საუკეთესო მეგობარს - ქენდი მონტგომერის.
1980 წლის 13 ივნისს ალანი მივლინებაში იყო. ქენდი მის სახლში მივიდა, რათა გოგონები ცურვის წრეზე წაეყვანა. იქ ბეტტიმ პირდაპირ ჰკითხა: „ქენდი, შენ ალანთან რომანი გქონდა?“ დაძაბული საუბრის შემდეგ ბეტტიმ ოთახიდან ნაჯახი გამოიტანა. ქენდი თავდაპირველად ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. საბოლოოდ, ქენდიმ ნაჯახი ხელში ჩაიგდო და ბეტტს 41 დარტყმა მიაყენა.
სასამართლოში ქენდი ირწმუნებოდა, რომ თავს იცავდა და ვერ აკონტროლებდა საკუთარ მოქმედებებს. სასამართლომ მას მხარი დაუჭირა და მკვლელობა თვითდაცვად შეფასდა. საზოგადოებაში ბევრი სვამდა კითხვას - შესაძლებელია თუ არა „თავდაცვისას“ 41 დარტყმა მიაყენო ადამიანს.
პროცესის შემდეგ ქენდი მეუღლეს გაეყარა, ჯორჯიაში გადავიდა, დაიბრუნა ქალიშვილობის გვარი და ფსიქოთერაპევტად დაიწყო მუშაობა. მის შესახებ შემდეგი ინფორმაცია პრაქტიკულად აღარ გავრცელებულა.
ბეტტი გორისა და ქენდი მონტგომერის ტრაგიკული ამბავი საფუძვლად დაედო ორ სერიალს: „Candy“ (2022) და „Love and Death“ (2023).