კასპში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1758830002
ინჟინერია, ელექტრომონტაჟი, ტექნიკური პერსონალი და ლაბორატორია - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რაზეც რეგიონში უმსხვილესმა დამსაქმებელმა, "ჯორჯიან მანგანეზმა" ვაკანსიები გამოაცხადა. ზესტაფონში გამართულ ფორუმზე, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან დღეს, დასაქმების 500-ზე მეტი მსურველი ჩავიდა.
ფორუმის ფარგლებში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" დასაქმების მიზნით ვაკანსია, რეგიონის მასშტაბით გამოაცხადა. მსურველებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედრები გაემართათ დამსაქმებლებთან და ფეროშენადნობთა ქარხნის განვითარების მიმართულებით ინფორმაცია პირადად მიეღოთ.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ამბობენ, რომ დასაქმების ფორუმის მიზანი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, რეგიონში ეკონომიკის გაძლიერებაა.
"ჯორჯიან მანგანეზში" განმარტავენ, რომ განაცხადების დამუშავების შემდეგ, დასაქმების მსურველებს კომპანია ეტაპობრივად დაუკავშირდება.