„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
"ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პარტიები მუშაობენ" -მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი "ვივამედიდან", პოლიტიკური შეფასებების საგანია.
სააკაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება თვით ორგანიზების სასწაულებს აჩვენებს. "კარგია, რომ გაკეთდა საერთო საინფორმაციო ცენტრი, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი. მეორე მხრივ ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ რომ პარტიები მუშაობენ," - აცხადებს ექსპრეზიდენტი. ის აქვე ამბობს, რომ "ახლა მთავარი ზეწოლის გაძლიერებაა. თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები".
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ვარდების რევოლუციის" დროს ხალხის გამბედაობა იყო, რასაც კვლავ ვხედავთ.
"პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად, "ვარდების რევოლუციით" ხალხმა მოიტანა ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინაც იყო ძალიან ბევრი მოულოდნელობა და რაც მთავარია, იყო ქართველი ხალხის გამბედაობა რასაც კვლავ ვხედავთ. ახლაც ქართველი ხალხის ხელშია აპოლიტიკური პროცესები, ხოლო ამოცანაა მაქსიმალურად ავსახოთ ჩვენი ხალხის ნება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტიას "ახლის-ს" თანათავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, სააკაშვილის განცხადებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუმცა მელია აცხადებს, რომ უწყვეტი პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
"მიხეილ სააკაშვილთან დაკავებით კომენტარი რატომ უნდა გავაკეთო?! ის ავრცელებს განცხადებებს, მაგრამ თქვენ რომ არ გეკითხათ ჩემთვის წარმოდგენაც არ მქონდა ამ განცხადებაზე. ის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ჯიუტი, მყარი, უკანდაუხეველი პროტესტი უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.